ლევან მაჭავარიანი: მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობს და ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა

„მიხეილ ყაველაშვილი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია. არ არსებობს ადამიანი, ვინც მას იცნობს და ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, იგი {მიხეილ ყაველაშვილი} არის გამორჩეული პატრიოტი ჩვენი ქვეყნის. არ არსებობს ფიზიკურად ადამიანი, ვინც მას ან ახლოდან იცნობს ან შორიდან, ვისაც შეუძლია ამაში ეჭვის შეტანა და ვისთვისაც ის ღირებულებებია ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის რეალურად ქართული ღირებულებები – ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სუვერენიტეტის გამყარება, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება“, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

Back to top button