„დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ახლა დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ არავითარი საშუალება იმისა, რომ რაიმე სიტყვითაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს გამყარებული,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, მათ ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ქართველ ხალხს უკავშირდება არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, სასაცილოც კი არის” – აღნიშნა გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, ქართველი ხალხისთვის თვალსაჩინო გახდა, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფულისა და ფინანსების საპირწონედ შეიძლება სამშობლო, ქვეყანა, ოჯახი, მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი იყოს გაყიდული და გაცვლილი.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, არც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და არც მთლიანი გუნდი, არასდროს გადადგამენ ნაბიჯებს.
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა მყარად ფეხზე დგომით უარი თქვა ომში ჩართვაზე და პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება უფრო მეტად დავიწყეთ, იმ დღიდან მოყოლებული განსაკუთრებული მუქარა და შანტაჟი მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების მიმართ და განსაკუთრებით ჩვენი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით.
ამ ხნის განმავლობაში დე ფაქტო სანქციების ქვეშ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რის თაობაზეც მას არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ამის მიუხედავად კიდევ შანტაჟისთვის იყენებდნენ სალაპარაკოდ კონკრეტული ძალები და თანამდებობის პირები, [რომ] დასანქცირება მოხდებოდა, ახლა ეს ყველაფერი განახორციელეს სიტყვიერად და ფურცელზეც გადაიტანეს. დე ფაქტო სანქციები გადაიტანეს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე და ამით წარმოაჩინეს, რომ აღარ აქვთ არავითარი საშუალება იმისა, რომ რაიმე სიტყვითაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს გამყარებული. ქართველი ხალხისთვის თვალსაჩინო გახდა, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარი არის ფული, მთავარია ფინანსები და ამ ფულისა და ფინანსების საპირწონედ შეიძლება რომ სამშობლო, ქვეყანა, ოჯახი, ჩვენი მომავალი და ქართველი ხალხის ინტერესი იყოს გაყიდული და გაცვლილი.
მათ ჰგონიათ, რომ სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირი ჯაშუშები არიან და ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს, რაც კი ღირსეული არის ცვლიან ფულზე, ამ ძალებს ჰგონიათ, რომ ქართველები ყველანი ასეთები ვართ და განსაკუთრებით ასეთები არიან “ქართული ოცნების” გუნდში და საპატიო თავმჯდომარის სახით და ეშლებათ ძალიან. ვერ გაგვიცნეს, ვერ მივიდნენ იქამდე, რომ გაიგონ რა არის ქართველი კაცის და ქართველი ქალის ბუნება. თუ გაგვიცნობენ ეს ადამიანები ნახავენ, რომ ჩვენთვის არც ფულს აქვს მნიშვნელობა და არც პირად კეთილდღეობას და ჩვენ არც ქვეყნის ინტერესს, არც ხალხის ინტერესს და არც მომავალს არ ვცვლით არცერთ თეთრზე, არც მილიონზე, არც მილიარდზე და არც ნებისმიერ იმ თანხაზე, რომელიც ამ ადამიანებს შეიძლება წარმოედგინოთ.
შესაბამისად, ახლა წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ ეს სანქციები. მთავარი ის არის, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი და ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, არც ჩვენი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და არც მთლიანი გუნდი, არასდროს გადავდგამთ ნაბიჯებს,”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.