ირაკლი კობახიძე: მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ “X”-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.

“ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Back to top button