გია აბაშიძე: ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში – არა

„ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ.

აბაშიძის შეფასებით, „თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში – არა“.

მისი თქმით, თბილისი დაელოდება აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარებისა და დირექტივების სანაცვლოდ.

„ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოს დროებით დასჯას, თურმე მეზობელი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ირანთან მისაღებია, ჩვენს შემთხვევაში – არა. ორმაგი სტანდარტებით მოქმედება არასდროს წაადგება მის დამწესებელ სუბიექტს, ისტორიაში არაერთხელ გამოჩნდა ეს. თბილისი დაელოდება აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის პუნქტების შესრულებას, მაგრამ არანაირი შანტაჟის, მუქარებისა და დირექტივების სანაცვლოდ. 22.05.24. ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანსა გასვენებაში ირანში ჩავიდა. 30.07.24.ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. 09.01.25. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და ირანს აკავშირებთ ბუნებრივი ინტერესები. 14.01.25. სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობას გააფორმებენ”, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Back to top button