„თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ, იქ არ ვიყავი როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში ვიმყოფებოდი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა „იმედინიუსთან“ ინტერვიუში საუბრისას.
ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც თითქოს ის ბათუმში იმყოფებოდა, რა დროსაც გიორგი გახარიამ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„რატომ გაჩნდა ჩემი სახელი წარმოდგენა არ მაქვს. ეგრე იმასაც ამბობდნენ „იმედი“ იტყუება, გახარიას არ დაუწყია ფიზიკური ძალადობა, თავს დაესხნენო. ფაქტია, ბათუმში ბოლოს ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, მაშინ ვიყავი, იმის მერე არ ვყოფილვარ“, – აცხადებს ლიპარტელიანი „იმედინიუსთან“ საუბრისას.