ეროვნული ბანკი იანვრის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ გამოქვეყნებას.

როგორც სებ-ში აღნიშნავენ, წინა თვის მსგავსად, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული.

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

იანვრის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში.

Back to top button