ანტონიო გუტიერეში ირაკლი კობახიძეს: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა.გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.

რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაეროს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის“, – ნათქვამია წერილში.

ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნულია წერილში.

Back to top button