შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „პუბლიკას“ პოსტს აზირებს.

„1. დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე;

2. „პუბლიკა” ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა;

3. ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია;

4.„პუბლიკა” რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას;

5. ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Back to top button