ლევან მაჭავარიანი აშშ-ის საელჩოზე: უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ „დიფ სთეითის“ ქართველ აგენტებს!

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, აშშ-ის საელჩო საქართველოში უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

„მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებენ რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს – უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ „დიფ სთეითის“ ქართველ აგენტებს!

მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს!“ – წერს მმართველი გუნდის დეპუტატი.

Back to top button