„ფარასთან“ დაკავშირებით ვთქვათ, რომ დეტალებზე სპეციალურად, საერთოდ არ ვაპირებ დღეს საუბარს. იმიტომ, რომ თუ ვინმეს აინტერესებს რა იქნება ინიციირებული, შეუძლიათ წაიკითხონ ამერიკული კანონი, რომელიც მოქმედებს დღეს ამერიკაში. ჩვენ დავაინიციირებთ მის პირდაპირ ასლს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
„წინა შემთხვევაში თარგმანზეც იყო ხოლმე პრობლემა, თუ ვინმეს უნდა თავად თარგმნოს კარგად, მოიტანოს და მის ნათარგმნს დავაინიციირებთ. ამერიკაში მოქმედი კანონის პირდაპირი ასლი, ანუ ამერიკული კანონი იქნება ინიციირებული. ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ ამ კანონის წაკითხვა.
რაც შეეხება მედიის ნაწილში, აქაც ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას, ჩვენ ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC -ის სტანდარტად წოდებული ნორმები, ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედია ბაზრისთვის იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩაურევლობის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური, როგორც ბრიტანული კანონმდებლობა.
თუ თქვენი სურვილი იქნება ყველა თქვენგანს, ჩაგრთავთ ამ მუშაობაში და ასევე აბსოლუტურად შეგნებულად, ჩვენ არსად გვეჩქარება. არც ერთი მათგანი, რაზეც მე ახლა ვილაპარაკე არ დაგვიინიციირებია. ეს იქნება მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენ დაახლოებით მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში შევძლებთ ამ კანონების სამი მოსმენით მიღებას. იქნება დეტალური მსჯელობები, სამუშაო დროც ბევრი გვექნება და ყველა მათგანს ავამოქმედებთ დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.