ამ გადაწყვეტილებების პაკეტს საერთო აქვს ის, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ ქვეყნის დაშანტაჟება ვერავინ შეძლოს და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მიიღებოდეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, სადაც „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა.
“მიგვაჩნია, რომ ოქროს შუალედი ბრიტანელებს აქვს, თუ სხვა აზრი გექნებათ, ამაზეც ვიმსჯელოთ. ამიტომ გვაქვს ჩვენ ორი თვე წინ, რომ თუ BBC-ის სტანდარტი არ მოგწონთ, რა არ მოგწონთ ამაზეც ვიმსჯელოთ. დღეს მე სპეციალურად, რომელიმე ნორმის ნორმატიული შინაარსის შესახებ ან რომელიმე დოგმის შესახებ არ მისაუბრია, დღეს ჩვენ მხოლოდ ვაცხადებთ პრინციპებს და არა რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტას.
ერთ შემთხვევაში ამერიკული კანონის მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს, მეორე შემთხვევაში ბრიტანულ მიდგომას და ა.შ. იქ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია მაგრამ ამ გადაწყვეტილებების პაკეტს საერთო აქვს ის, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ ქვეყნის დაშანტაჟება ვერავინ შეძლოს და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში მიიღებოდეს. ის მავნებლობა, რომელსაც უკვე წლებია ცდილობენ საქართველოში ომში ჩართვის მცდელობებიდან დაწყებული ეკონომიკის ჩაშლით გაგრძელებული, დამთავრდეს და თუ რაიმე ობიექტური გარემოებები არ იქნება, მოგონილი ბრალდებებით ვერავინ შეძლოს გარე მიზნების ამ ქვეყნისათვის თავს მოხვევა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.