ეროვნულმა ბანკმა სს „კრისტალზე” მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გასცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს „კრისტალზე” მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გასცა.

სს „კრისტალი” მიკრობანკის ლიცენზიის აღებამდე, წარმოადგენდა ერთ-ერთ მოწინავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. მისი ძირითადი ბიზნეს მიმართულება მცირე მეწარმეების დაფინანსება იყო. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდგომ, სს „კრისტალს“ შეეძლება უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდოს მომხმარებლებს, რაც უზრუნველყოფს მცირე ბიზნესის კიდევ უფრო აქტიურ დაფინანსებასა და ბაზრისათვის სხვადასხვა ახალი ტიპის პროდუქტის შეთავაზებას. ამასთან, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემაში (RTGS) ჩართვა, საშუალებას მისცემს გაზარდოს კონკურენტუნარიანობა და ჩამოყალიბდეს საფინანსო სექტორში კიდევ უფრო ძლიერ მოთამაშედ.

ახალი ტიპის საფინანსო ინსტიტუტების ბაზარზე გამოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსურ სექტორში კონკურენციის თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანას, რაც დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ საფინანსო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის.

Back to top button