
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გამკლავების ღონისძიებებში თავდაცვის ძალები გუშინდელი დღიდან მონაწილეობს.
“გურიის რეგიონში მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური სამხედრო ტექნიკა, რომელიც რთულად მისასვლელ ადგილებში გამოიყენება. საქართველოს ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში, ასევე კონკრეტულ სოფლებში მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებიან ოჯახებს” -აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
დავალებაზე გასულ სამხედრო მოსამსახურეებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ შტაბთან და დამატებითი საჭიროების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიან.