კასპის გრიფინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

კასპის საკალათბურთო კლუბმა Griffin Kaspi.კასპის გრიფინმა, A ლიგის პლეი ოფისთვის ბრძოლაში მორიგი შეხვედრა ამჯერადაც წარმატებით ჩაატარა.

დღეს გრიფინი კასპის არენაზე „თავისუფალი – აგრარული უნივერსიტეტები“-ს  საკალათბურთო გუნდს მასპინძლობდა.

კასპის გრიფინმა დაძაბული თამაშის მიუხედავად მოწინააღმდეგე 102 : 100 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია კასპის გრიფინს, მის გულშემატკივრებსა და ქომაგებს ულოცავს კიდევ ერთ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

Back to top button