ონში ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ქალაქ ონში, სახელაშვილის დასახლებაში, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სპორტული ზონა და საბავშო ატრაქციონები მოეწყობა.

ახალი შიდასაუბნო სკვერის პროექტი, მუნიციპალიტეტის მერმა სახელაშვილის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს პირადად გააცნო.

შეხვედრაზე მოქალაქეების მხრიდან გაჟღერდა არსებული საჭიროებები რომელიც რეაბილიტაციის პროცესში იქნება გათვალისწინებული.

პროექტი გულისხმობს, დასახლების სრულ რეაბილიტაციას, ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობას რომლის ზომა 28×14 იქნება, ასევე მოეწყობა ფანჩატურები, განათების სისტემები, საბავშო ზონები და შემოიღობება არსებული ტერიტორია.

პროექტის ღირებულება ჯამში 335 300 ლარს შეადგენს, რომლის დაფინანსება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.

სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება, ხოლო დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აქ, ადგილზე იყოს ახალგაზრდებისთვის გართობისა და დასვენების ყველა შესაძლებლობა, რაც გულისხმობს ბავშვთა გასართობ სივრცეებს, სტადიონს და რაღა თქმა უნდა, სკვერს, რომელიც გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. სკვერში ასევე დაირგვება ხე-მცენარეები რომელიც მნიშვნელოვნად გაალამაზებს დასახლების იერსახეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდება.

Back to top button