
უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება – აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს“ – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ბექა დავითულიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა.
„საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება.
ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს აქვს თავის აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება, ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები. სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები.
აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს – ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით რექტორს, ვისაც რაიმე სხვა ქვეზრახვები ჰქონდა გამოჩნდება. რექტორმა შანსი სტუდენტებს მისცა, რისთვისაც კულტურის სამინისტროს პოზიციაა, რომ ვუხდით მას მადლობას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.