
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში ორ მონაკვეთზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ 1 047 გრძივ მეტრ გზაზე და ეზოში შესასვლელებზე მოეწყობა ასფალტ/ბეტონის საფარი.
პროექტი კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელება ადგილობრივებს მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.