
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთთან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს.
პროექტს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 ახორციელებს, რომელმაც 1 657 გრძივ მეტრ გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის პირველი ფენის მოწყობის სამუშაო უკვე განახორციელა.
სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სოფელში მისასვლელი გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც სოფელში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ჰყავს.
კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივების და ვიზიტორების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.