კასპის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბავშვო ბაღის ახალ შენობაში მოწყობილია საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, ასევე, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები.

ეზოში განთავსდა სათამაშო მოედნები და აღიჭურვა საბავშვო ატრაქციონებით.
თანამედროვე სტანდარტების შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისთვის.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა  განახორციელა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კასპის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილი   8 საბავშვო ბაღის მშენებლობა  და ერთის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი. პროგრამის ფარგლებში დასრულდა თვალადის, ოკამის და ფერმა-ჩანგილარის საბავშვო ბაღების მშენებლობა, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ თეზის საბავშვო ბაღს.

Back to top button