მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ბატალიონის III ქვეითმა ასეულმა, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოს“ სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა. სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონის დაკავების, ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.

სიტუაციური სწავლების მიზანი იყო ქვედანაყოფის მომზადება კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით.

Back to top button