ზურაბ ქადაგიძე ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის კვლევაზე: კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, რომ მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ.

მისივე თქმით, „ენჯეოშნიკებში“ იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, ცდილობენ გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა.

„ვერაფერს უხერხებენ პოლიტიკურ “სტატუს-კვოს” და ახალი სიგიჟე გამოაცხვეს. რომელიღაც „ვოუქერ“, „სმარტ აბრევიატურის“ მქონე ორგანიზაციას, კვლევა გააკეთებინეს და ხელისუფლების ამომრჩეველთა ფსიქოსოციალური მდგომარეობა შეაფასეს. კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ )))) საკუთარ თავს უფრო აჯერებენ, ეს საცოდავები ალბათ, ან დონორებზე ნადირობენ – აი ასეთი პროფესიონალი გუნდი გვყავს, 20 კაცით, 1 200000 კაცის შეფასება შეგვიძლიაო… თუმცა, უფრო სხვა პრობლემაა ამ “ენჯეოშნიკებში” – იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, რით გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა, იმას ცდილობენ.

იმის მაგივრად, რომ საკუთარი რეალობა და რადიკალური ოპოზიციის უუნარობა შეაფასონ, “ჟონგლიორობით” ცდილობენ, ხელისუფლების ამომრჩევლის მოგონილი ფსიქოსოციალური მდგომარეობით ახსნან, მათთვის მიუღებელი „სტატუს-კვო“. არა და – ოპოზიციის ამომრჩეველი, რომ გამოეკვლიათ ჯერ და გაერკვიათ – რა აიძულებს ადამიანს, გვარამია და ზურაბიშვილი, მელია და ხაბეიშვილი, გუბაზი და სააკაშვილი ერთად აერჩიათ უფრო არ გაარკვევდნენ, რა განაპირობებს კოლექტიური ოპოზიციის ჭაობში ყოფნასა და მათ უნიათობას?,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Back to top button