ჩინეთის ხელისუფლებამ შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ Black Rock-ს პანამის არხზე ორი ჩინური პორტი უნდა შეეძინა – CNN

ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საინვესტიციო ფონდს, Black Rock-ს უნდა შეეძინა ორი ჩინური პორტი პანამის არხზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

SKIP შეთანხმების ხელმოწერა დაგეგმილი იყო მომდევნო კვირისთვის, რომლის მიხედვითაც Black Rock-ი აპირებდა ჰონგ კონგის კომპანია CK Hutchison Holdings Ltd. -ის საკონტროლო პაკეტის შესყიდვას, რომელსაც აქვს წილები მსოფლიოს სხვადასხვა 43 პორტში.

როგორც ირკვევა, ეს გარიგება ჩინეთის ანტიმონოპოლიურმა სახელმწიფო ორგანოებმა დაბლოკეს.

Black Rock-თან გარიგება განიხილებოდა როგორც „რეგიონში დაძაბულობის შემცირების გზა“ მას შემდეგ, რაც ტრამპმა დაიწყო მუქარა პანამის არხის წართმევით. მოგვიანებით მან დადებითად ისაუბრა მომავალ გარიგებაზე, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

Back to top button