ნოდარ მუსერიძე: გაუსაძლისი სიტუაცია იყო ჩემთვის, მქონდა წყლულიდან სისხლდენა, ჰეპატიტი მაქვს ქრონიკული, ღვიძლის დაავადება. 3 თვე ვიკვებებოდი პურის ქერქით, 85 კილო ვიყავი რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი, ვეღარ დავდიოდი

3 თვე მომიწია იქ ყოფნა. გაუსაძლისი სიტუაცია იყო ჩემთვის, მე მქონდა წყლულიდან სისხლდენა. ჰეპატიტი მაქვს ქრონიკული, ღვიძლის დაავადება. პირველად რომ შემიყვანეს და ექიმმა ნახა ჩემი დაავადების ნუსხა შენ აქ რა უნდა ქნაო, შენ აქ ვერაფერს ვერ შეჭამო, 3 თვე ვიკვებებოდი პურის ქერქით. 85 კილო ვიყავი, რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი, ვეღარ დავდიოდი, – ასე იხსენებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, ნოდარ მუსერიძე ციხეში ყოფნის პერიოდს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი იყო 2006 წელს.

ნოდარ მუსერიძის თქმით, მასთან ერთად იჯდა 18 წლის ბიჭი, რომელსაც 3 თვის განმავლობაში ყურიდან სისხლდენა ჰქონდა, ექიმი ყურადღებას არ აქცევდა.

„გარშემო რა საძაგლობაც ხდებოდა ჩემს თვალწინ ხდებოდა, ვუყურებდი. მანდ ადამიანი ყოველთვის ფიქრობ, რომ თუ დღეს იმას ასე ექცევიან დიდი შანსია, რომ ხვალ შენც ასე მოგექცნენ. საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ნაჭერი ეფინა, ტანისამოსის დაფენის უფლებას არ გვაძლევდნენ, მას შემდეგ ნერვის ქრონიკული ანთება მაქვს და მიჭირს სიარული.

ჩემთან იჯდა 18 წლის ბიჭი, რომელიც მანამდე ორი თვე იყო დაჭერილი და მე რომ მიმიყვანეს სამი თვე ჩემთან ერთად იყო. სამი თვის განმავლობაში ყურიდან მოსდიოდა სისხლი და ექიმი ყურადღებას არ აქცევდა. ბოლოს მე წამლები დამინიშნეს, ომეპრაზოლი, რომ ჩემი დაავადებისთვის მიმეხედა და ექიმი, რომ მოვიდა ერთ-ერთი გავუბედეთ და ვუთხარით, რომ ადამიანს ყურიდან სისხლი მოსდისო, ექიმმა კი ასეთი რამ უთხრა, რა არის ყურში გაგაუპატიურესო“, – განაცხადა ნოდარ მუსერიძემ.

Back to top button