
„ყველაფრის დაშვება შეიძლება მტერთან მიმართებაში, (ოღონდ რატომ თვლიდნენ მტრად აფრასიძეების ოჯახს, გაუგებარია, გარდა იმისა, რომ შიშს თესავდნენ საკუთარ მოსახლეობაში) დაიჭირო, ესროლო თუ საშიშროებაა მისი მხრიდან, მაგრამ ბავშვებს რას ერჩი თუ მოძალადე და სისხლისმსმელი არ ხარ?,“ – წერს ექპსერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებს ჯანსაღ საზოგადოებაში თანაცხოვრებას და თუ ვინმე დარჩა მათი მხარდამჭერი, ყველა აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიის თანამონაწილეა.
„ყველაფრის დაშვება შეიძლება მტერთან მიმართებაში, (ოღონდ რატომ თვლიდნენ მტრად აფრასიძეების ოჯახს, გაუგებარია, გარდა იმისა, რომ შიშს თესავდნენ საკუთარ მოსახლეობაში) დაიჭირო, ესროლო თუ საშიშროებაა მისი მხრიდან, მაგრამ ბავშვებს რას ერჩი თუ მოძალადე და სისხლისმსმელი არ ხარ? მარტო ამ ოჯახის ტრაგედია ეყოფათ ამ ნაძირლებს, რათა გარიყულნი იყვნენ საზოგადოებისგან. ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ჯანსაღ საზოგადოებაში თანაცხოვრებას. და თუ კი მათ ვინმე შერჩა მხარდამჭერი, ყველა აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიის თანამონაწილეა. სირცხვილი მათ!,“ – წერს ფოჩხუა.