მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

15-16 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.

დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები – გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან.

Back to top button