Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი და შემოსავალი გაიზარდა

2025 წლის I კვარტალში საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის  საშუალო კოეფიციენტმა 40.9% შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 1.5%-ია.

2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში,   შემოსავალი ერთი გაქირავებული ოთახიდან (Rev par )  6.1%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან.

პირველ კვარტალში განთავსების ობიექტებში საშუალი დღიური ფასი (Adr) 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით  7.9%-ით მეტია.

Back to top button