კასპის სპორტკომპლექსის საჭიდაო დარბაზში, მასტერკლასის საჩვენებელი წვრთნები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსის საჭიდაო დარბაზში, თავისუფალ ჭიდაობაში მასტერკლასის საჩვენებელი წვრთნები მიმდინარეობს.

მასტერკლასს ატარებენ კასპელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები საქართველოს ჩემპიონი და 4 გზის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გოდერძი ძებისაშვილი  და ევროპის ჩემპიონი, საქართველოს 4 გზის ვიცე ჩემპიონი,  5 გზის პრიზიორი  და ახლა უკვე საქართველოს 2025 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატში გამრჯვებული დაჩი პაპინაშვილი.

წამატებული ახალგაზრდა მოჭიდავეები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მომავალ თაობას, რათა დაეხმარონ სპორტულ მიღწევებში.

მასტერკლასს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ესწრებოდნენ.

ჩვენი მიზანი ბავშვებში ჭიდაობის განვითარება და პოპულარიზაციაა. მომავალ მოჭიდავეებისთვის  გოდერძი ძებისაშვილის და დაჩი პაპინაშვილის გამოცდილება სტიმულის მიმცემია და წარმატებებში აუცილებლად დაეხმარება – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

Back to top button