
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7516 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1305 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1227 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0716 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 აპრილს შევა ძალაში.