კასპის საფეხბურთო გუნდმა გამარჯვება მოიპოვა

კასპის ცენტრალურ სტადიონზე კასპის ფეხბურთის გუნდმა „კასპი 1936“-მა რეგიონული ლიგის მორიგი მატჩი გამართა.

„კასპი 1936“-მა ამჯერად “უქიმერიონი” ს (თბილისი) უმასპინძლა. მატჩი კასპელთა გამარჯვებით 1 : 0 დასრულდა.

მოწინააღმდეგის კარში ბურთი, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით პაპუნა პაპაშვილმა გაიტანა.

გათამაშების მომდევნო მე-5 ტურის მატჩს “კასპი-1936” სტუმრად – ახალციხის “მესხეთთან” გამართავს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს „კასპი 1936“-ს.

Back to top button