
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 65 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენშემკრები კონტეინერი შეიძინა და ა(ა)იპ “კასპისკეთილმოწყობა”-ს გადასცა.
დასუფთავების სერვისის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ნარჩენშემკრებ კონტეინერებს იძენს. მიმდინარე წელს კიდევ იგეგმება კონტეინერების შესყიდვა – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
შეძენილი კონტეინერები სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდება, ასევე მოხდება დაზიანებული კონტეინერების ახლით ჩანაცვლება.