კასპში 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 80წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 1941-1945 წლების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიების შემდეგ სოფელ მეფისქალაქში მცხოვრებ ომის ვეტერანს, 101 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ვეტერანი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1000 ლარით დაასაჩუქრა.

ვეტერანთა საქმეთა სამსახურის უფროსმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმაშალვა გოჩიტაშვილს საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კასპის მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ბატონ შალვას კიდევ ერთხელ ულოცავს  გამარჯვების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

Back to top button