ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა, მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები – 2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის სწორი პოლიტიკა

ვფიქრობ, რომ საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები, რაც კოვიდის შემდეგ კატასტროფულად იყო დაცემული და ეს იყო ლოგიკურიც, რადგან ჩაკეტილი იყო საზღვრები და ა.შ., – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა, „პოს ტვ“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო, 2024 წელი იმის ნათელი დადასტურება იყო, თუ რამდენად წარმატებულია ეკონომიკური გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკა.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2022 წლის შემდეგ, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ წელს, ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის ფონზე ხდება, რომ კოვიდი და სრული რეცესია იყო, გაჩერებული იყო ეკონომიკა. ახლა, რა თქმა უნდა, ამას უკვე ვეღარ დააბრალებ. 2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის ის სწორი პოლიტიკა, რაც ავირჩიეთ და სიტუაციამ, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რასაც ძალიან კარგად ვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

Back to top button