
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის ფარგლებში, პირველი გაჩერება სტამბოლია. ეპიზოდის სტუმარი კი მწერალი, სალომე ბენიძეა.
საინტერესო ისტორიები, ჩაღრმავებული კითხვები, ახალი აღმოჩენები და თვითრეფლექსიების უსაზღვრო შესაძლებლობა – ეს გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქეა. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
“წესი, საიმისოდ რომ არ გაჩერდე ასეთია – რომ… ერთ ცხოვრებაში იცხოვრო რამდენჯერმე… ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემს თავს, როგორც პერსონაჟს“, – სალომე ბენიძე.
ეპიზოდის ნახვა მაყურებელს 14 მაისს, 21:00 საათზე „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ Youtube არხზე შეეძლება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.