
„ბრძოლაში ეს ვითომ „მეგობარი“, სინამდვილეში მტრული აქტი, არ მივიჩნიეთ იმ წონის მოვლენად, თუ მტკიცებულებად, თუ დოკუმენტად, რომ ამაზე აი ასეთ სერიოზულ საუბარში, დისკუსიაში ჯერ არასაჯაროდ, რაც მიმდინარეობდა, ახლა საჯაროდ, რაც გამოვიტანეთ საზოგადოების არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო საზოგადოების წინაშე, რომ აქ ფაქტორად ჩაგვეთვალა ეს აქტი, იმიტომ რომ მართლა ხავსია ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის დუმილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მაგრამ თუ ამას ფაქტორად, აი თქვენ თუ ჩამოგყვებით ლოგიკაში და ფაქტორად მივიღებთ და გავითვალისწინებთ, მაშინ უარესი ხდება, „დიფ სთეითს“ ერთი მხრივ ებრძვის, თითქოს თუ არა თითქოს, ახალი ადმინისტრაცია – ეს შემდეგ დროში გამოჩნდება, კიდევ ერთხელ.
მეორე ფაქტორი, მეორე მხარე, რომ რაღაც აქტებს იღებენ, შეიძლება სისულელეა გასაგებია, შეიძლება დღის სინათლე არ ეღირსება ვიღაცამ ვთქვათ, ან არ ვთქვათ ის 100%-იანი არავინ არაფერი იცის, მაგრამ თუ იქნება მოქმედებაში მოყვანილი როდისმე, მაშინ რა „დიფ სთეითის“ დამარცხებაზეა საუბარი, პირიქით ხდება ხომ აქედან გამომდინარე ეს არ არის ფაქტორი დღეს, მაგრამ დანარჩენი შეგვიძლია დუმილი დავარქვათ, თუ ამას დუმილს არ არქმევთ და კრიტიკას არქმევთ, მით უმეტეს, პოზიციები ერთი ერთში ერთმანეთს ემთხვევა და თქვენ მეუბნებით, რომ პირიქით კრიტიკაა, მაშინ უარესია, უარესი გაურკვევლობაა.
რა უნდა იფიქროს ნებისმიერმა მოქალაქემ, ჩვენი ქვეყნის გარეთ, შიგნით, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც გათვითცნობიერდება, რომ როგორ, საქართველოს ხელისუფლება იყო ის გამონაკლისი მსოფლიო საზოგადოებას შორის, რომელიც წინასწარ ლაპარაკობდა თვეებით და წლებით ადრე იმას, რასაც დღეს ჩვენი ქვეყნის, ამერიკელების გადასახედიდან ვამბობ, მათი რაკურსიდან, ხელისუფლება ლაპარაკობს და ამ დროს, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ან აქცევენ ყურადღებას და ერთი რაც გააკეთეს, რაღაც აქტი შეიმუშავს რომელსაც ჯერ „მეგობარი“ დაარქვეს და ამის შემდეგ, თურმე ჩვენ გვჭირდება ჩინეთის და გასაგებია, რუსეთი ოკუპანტია შეიძლება რუსეთი ახსენო რაღაც კონტექსტში და კაი გავიგეთ, ეს რუსული ნარატივი ეგრეთ წოდებული, მაგრამ ჩინური გავლენებისგან გვათავისუფლებენ, თურმე, ახლა ჩვენი მეგობრები და წარმოუდგენელი ამბავია. ეს არის ხავსი წყალწაღებული ოპოზიციისათვის, მაგრამ როგორც მინიმუმ ის დუმილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოდის არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღეს მისვამდნენ შეკითხვას თქვენი კოლეგები რატომ ხდებაო, რომ „დიფ სთეითი“ არ იცისო ხალხმაო, ოლიგარქიული გავლენები, რომელიც სამწუხაროდ ევროპასაც დიდი ხანია უკვე გადასწვდა ის არაფორმალური გავლენები, როდესაც ერთ შემთხვევაში დიდ ფულზეა ხოლმე საუბარი, არანორმალურად დიდ ფულზე, არანორმალურად დიდ აგენტურაზე, სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც რეალობისგან აცდენილ, აბსოლუტურად რეალობის საპირისპირო რაღაცებს ლაპარაკობენ და ებრძვიან ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ საზოგადოებას, მის ადათებს, მის წესებს, მის ტრადიციებს, მის მომავალს, მის განვითარებას და მაინცდამაინც ლიბერალური ე.წ. ფსევდოლიბერალური შეხედულებებით „გვასაზრდოებენ“ ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.