
ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროკავშირის წარმომადგენლის პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი რიტორიკა პირდაპირი ჩარევაა საქართველოს შიდა საქმეებში. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ აიღო გეზი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ და ამ გზაზე, ვერავინ შეუშლის ხელს.
„ასე პირდაპირ, ასე ღიად ებრძოდე ქვეყანას, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი ხარ, დაუჯერებელია. რომელ ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგზე ბრძანებს ბატონი ჰერჩინსკი, იმ პარტიაზე ხომ არა, რომლის მმართველობის დროს იყო ტერორი საკუთარ მოქალაქეებზე, ბიზნესის წართმევა, ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევა, უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა და ა.შ. რომელ პოლიტიკოსებს იცავს ბატონი ჰერჩინსკი, რომლებიც კორუფციულ საქმეებში არიან მხილებული და ბიუჯეტის ხარჯზე მილიონები დააგროვეს? ქვეყნის შიდა საქმეები არ არის ბატონი ჰერჩინსკის გადასაწყვეტი, ნურც დაუმსახურებელ სანქციებით შეაშინებს ხალხს. საქართველოს და მის ხელისუფლებას აღებული აქვს გეზი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გზაზე და ამას ვერავინ შეუშლის ხელს.“ – წერს ფოჩხუა.