
„დიდი ხანია ჩვენი საზოგადოება მოითხოვს, რომ გათავხედებულ ცალკეულ უცხოელ ელჩებს დიპლომატიურად მიეხედოთ ისე, როგორც ეს სუვერენულ ქვეყანას შეეფერება, ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილისა და მისი უამრავი კოლეგის მოსაზრებას“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მიუღებელია ნებისმიერი მასპინძელი სახელმწიფოსთვის, რომ ჩამოსული დიპლომატები რადიკალური ოპოზიციის გუნდრუკის მკმეველნი იყვნენ ასე ღიად და თავგასულად.
„დიდი ხანია ჩვენი საზოგადოება მოითხოვს, რომ გათავხედებულ ცალკეულ უცხოელ ელჩებს დიპლომატიურად მიეხედოთ ისე, როგორც ეს სუვერენულ ქვეყანას შეეფერება, ვეთანხმები ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილისა და მისი უამრავი კოლეგის მოსაზრებას. როცა კოლექტიური ჰერჩინსკები და ფიშერები დაინახავენ, რომ საქართველო არაა არც ბრიუსელის, არც ბერლინის, არც ვარშავის თუ სხვა დედაქალაქების ე.წ. „უკანა ბოსტანი“, დაშოშმინდებიან და იმუშავებენ ისე, როგორც ამას ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ითვალისწინებს.
კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მასპინძელი სახელმწიფოსთვის, რომ ჩამოსული დიპლომატები რადიკალური ოპოზიციის გუნდრუკის მკმეველნი იყვნენ ასე ღიად და თავგასულად“ – წერს აბაშიძე.