
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი საქართველოს ხელისუფლების მიერ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხმიანება.
როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ორი წლის მოვლენები, სახელმწიფო მოხელეებისთვის ნამდვილი სამშობლოს ერთგულების ტესტი იყო, თუმცა იყვნენ უსინდისო პირებიც, რომლებმაც ანგარების სანაცვლოდ, საქართველოსთვის მტრული ძალების უპირობო მორჩილება გადაწყვიტეს და სწორედ, ასეთ სამარცხვინო გზას დაადგა ზურაბ პოლოლიკაშვილიც.
„ბოლო ორი წლის მოვლენები, სახელმწიფო მოხელეებისთვის ნამდვილი სამშობლოს ერთგულების ტესტი იყო. ძალიან მახარებს, რომ ამ ხალხის უდიდესმა ნაწილმა წარმოუდგენელ ზეწოლას გაუძლო და ღირსეულად ემსახურა და ემსახურება საქართველოს. თუმცა, იყვნენ უსინდისო პირებიც, რომლებმაც ანგარების სანაცვლოდ საქართველოსთვის მტრული ძალების უპირობო მორჩილება გადაწყვიტეს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ სამარცხვინო გზას დაადგა ზურაბ პოლოლიკაშვილიც და საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამისი პასუხიც მიიღო“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.