
„ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი „არ ცნობ“ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სხვადასხვა ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„ცალკეული ევროპოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შერჩევითი გაბუტვა და არაფრის მომტანი ზეწოლა დასრულებადია; თუკი „არ ცნობ“ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, არც უნდა გამოელაპარაკო. თუმცა, ფლიდობა-თვალთმაქცობაში ევროკრატია უბადლოა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. სამიტის მონაწილე ლიდერებს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მასპინძლობს. როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრებს მთავარ გზავნილებზე, რაც ქვეყნის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება. საქართველოს მთავრობის მეთაური EPC-ს რიგით მე-6 კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრო, რომლის შემდეგ კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში 50-მდე ქვეყნის ლიდერი, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობენ“, – წერს გია აბაშიძე.