ნინო ფოჩხუა: წარმოუდგენელია მიშა სააკაშვილის და მთელი მისი სისტემის ბრალი ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია და რაშიც დიდი დამსახურება, ამჟამად „ფორმულას“ ეთერში მჯდომ გიორგი თარგამაძეს ეკუთვნის

„მეტად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის სხდომა, სადაც მიწვეული იყო „იმედის“ დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე, რომელმაც ისაუბრა, არა მარტო ტელევიზიის დარბევა-წართმევაზე, არამედ შეეხო ბადრი პატარკაციშვილის თითქმის მის ყველა აქტივს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გაანადგურა ან გადაიფორმა“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, დღევანდელი არასამთავრობო სექტორის და კოლექტიური ნაცმოძრაობის სტრატეგია იგივე რჩება – მათ არ სჯერათ საკუთარი ხალხის. „მეტად მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის სხდომა, სადაც მიწვეული იყო „იმედის“ დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე, რომელმაც ისაუბრა, არა მარტო ტელევიზიის დარბევა-წართმევაზე, არამედ შეეხო ბადრი პატარკაციშვილის თითქმის მის ყველა აქტივს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გაანადგურა ან გადაიფორმა. თითქოს ხომ ვიცოდით ყველაფერი, რაზეც ირაკლი რუხაძეს არაერთხელ ულაპარაკია, მაგრამ ჩემთვის ბევრი უცნობი ისტორიაც გაასაჯაროვა მან.

წარმოუდგენელია მიშა სააკაშვილის და მთელი მისი სისტემის ბრალი ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია და რაშიც დიდი დამსახურება, ამჟამად „ფორმულას“ ეთერში მჯდომ გიორგი თარგამაძეს ეკუთვნის. მათ ვისაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციები „გამოსწორებული“ ჰგონია, გავახსენებ, რომ დღესაც კოლექტიური ეკა გიგაურები, ისევ, ძველი მეთოდებით მოქმედებენ და ვინაიდან შინ არ აქვთ საკუთარი ხალხის იმედი, უცხოეთს სთხოვენ დახურონ ტელეკომპანია „იმედი“ მხოლოდ იმისთვის, რომ იქიდან ისმის სიმართლე, რაც მათ ხელს უშლის არეულობის მოწყობასა და რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში. წარმოიდგინეთ, ამათ რომ ძალაუფლება მისცე, რას იზამენ, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებასთან ერთად, რომ ეს არ მოხდეს!“, – წერს ფოჩხუა.

Back to top button