
მიმდინარე წლის 28 ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4 165 ტონა), რუსეთში (3 501 ტონა), უკრაინაში (2 230 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).