
„ხმალაძის აზრით, ტრამპის მოლოცვა ყოფილა თურმე პროტოკოლური, ხოლო აი, რუბიომ შინაარსი ჩადო თავის სიტყვებში. ასეა – როდესაც აგენტს უწევს ყველაფრის „გაპრავება“, მსგავს სისულელესაც ისე ამაყად იტყვის, რომ წარბიც კი არ შეუთამაშდება“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის განცხადებას.
მისივე თქმით, ფაქტი ერთია – აშშ-ს პრეზიდენტის ღირსეულმა მოლოცვამ მთლიანად ჩამოანგრია, ისედაც დაშლილი ოპოზიციური აგენტურა და ისეთ დღეში ჩაყარა, რომ მსგავს ბოდვებს ალაპარაკებს.
„აი, ამ პატივცემულ გვამს კონსტიტუციონალისტი ჰქვია, ეთერ-ეთერ დაიარება და ხალხს ჭკუას არიგებს… ხმალაძის აზრით, ტრამპის მოლოცვა ყოფილა თურმე პროტოკოლური, ხოლო აი, რუბიომ შინაარსი ჩადო თავის სიტყვებში.
ასეა – როდესაც აგენტს უწევს ყველაფრის „გაპრავება“, მსგავს სისულელესაც ისე ამაყად იტყვის, რომ წარბიც კი არ შეუთამაშდება. რომ დაევალებინათ, იმასაც იტყოდა, ტრამპი არაფერია, აშშ-ს მარკო რუბიო მართავსო, მაგრამ თუ ხმალაძის და მისი მსგავსი უსინდისოების ბუნებას გავითვალისწინებთ, არც ესაა გამორიცხული.
ფაქტი კი ერთია – აშშ-ს პრეზიდენტის ღირსეულმა მოლოცვამ მთლიანად ჩამოანგრია, ისედაც დაშლილი ოპოზიციური აგენტურა და ისეთ დღეში ჩაყარა, რომ მსგავს ბოდვებს ალაპარაკებს…“, – წერს დავით ჩიხელიძე.