გია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა

ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა, დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.

„ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა.

მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.

მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა – ზღვა – რკინიგზა“. შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში, ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა. წყარო: CGTN ქართული”, – წერს გია აბაშიძე.

Back to top button