
„მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პირწმინდად წააგო ქვეყნის შიგნით საინფორმაციო – ფსიქოლოგიური ომი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მიადგნენ ეკონომიკის და ფინანსების სფეროს. გასაგებია – სფერო სენსიტიურია“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ჩამოყალიბდა ოპოზიციასთან აფილირებული ექსპერტების, ბიზნესმენების, ეკონომიკურ თემებზე მომუშავე მედიის და კვლევითი ორგანიზაციების კონგლომერატი, რომლებიც ბოლო 2 თვეა მზარდი ინტენსივობით ავრცელებენ ტყუილ-მართალში აზელილ ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკის გარდაუვალ კოლაფსზე და იწვევენ პანიკურ განწყობებს.
„მას შემდეგ რაც ოპოზიციამ პირწმინდად წააგო ქვეყნის შიგნით საინფორმაციო – ფსიქოლოგიური ომი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მიადგნენ ეკონომიკის და ფინანსების სფეროს. გასაგებია – სფერო სენსიტიურია.
ჩამოყალიბდა ოპოზიციასთან აფილირებული ექსპერტების, ბიზნესმენების, ეკონომიკურ თემებზე მომუშავე მედიის და კვლევითი ორგანიზაციების კონგლომერატი, რომლებიც ბოლო 2 თვეა მზარდი ინტენსივობით ავრცელებენ ტყუილ-მართალში აზელილ ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკის გარდაუვალ კოლაფსზე. ვფიქრობ იოლი მისახვედრი უნდა იყოს, რომ მოსახლეობის პერმანენტული დაშინება მოსალოდნელი ეკონომიკური სირთულეებით, იწვევს პანიკურ განწყობებს, გამომდინარე მრავალმხრივი შედეგით. ჩემი ვარაუდით, ეს კამპანია, რომელშიც ალბათ ფულიც არის ჩადებული, კიდევ უფრო აკრიფავს ტემპს და მასშტაბებს. შემდეგ უკვე გარე აქტორებიც ჩაერთვებიან“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.