
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებულ რელიზს, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ.
ქადაგიძე მიმართავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ როგორია არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობისა და ცესკოს მიერ ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობა, რომელში ჩართულობითაც მათი ირიბად აღიარება გამოსდით.
„აბა, რომელი გამოხვალთ ძალიან რადიკალური ოპოზიციიდან და იტყვით – არაო?! ეგრეა, რასაც გეტყვიან, იმას იზამთ, ასეთია აგენტის ბედი. არა და – როგორია, არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობისა და ცესკოს ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობა, თქვენი ჩართულობით ხომ ირიბად აღიარება გამოგდით? ასე რომ – „დაპრიგალის რებიატა“!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.