ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს

სამართალდარღვევებიდან 49 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.  ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1  სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 15 – სამცხე-ჯავახეთის, 9- გურიის,  8 – ქვემო ქართლის, 1-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2- კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის   და 12 რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მაისის თვეში,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 485 კუბური მეტრი შეადგინა.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების  37 ფაქტი; მათ შორის, 36 ფაქტი გამოვლინდა ბახმაროში, ერთი – თელავში.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, სამართალდარღვევის ფაქტების ოპერატიულად გამოვლენის საშუალებას იძლევა.

Back to top button