ლატვიაში, თვითმმართველობის არჩევნებზე, ხმის დათვლის ავტომატური სისტემის გაუმართაობის გამო ხმების ხელით დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, ზოგიერთ უბანს მუშაობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა

ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

გუშინ, ლატვიაში მუნიციპალური არჩევნები გაიმართა. ლატვიაში გუშინ გამართული მუნიციპალური არჩევნების მთავარი ინტრიგა, ლატვიელ პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, იყო დედაქალაქში კენჭისყრის და რუსულენოვანი მოქალაქეების აქტივობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მუნიციპალურ არჩევნებში, რომელზედაც 42 საქალაქო და რეგიონულ საბჭოში ადგილებისთვის 5925 დეპუტატის კანდიდატიდან 731 დეპუტატი აირჩევა, 1 377 183 ამომრჩევლიდან მონაწილეობდა 648 515 ანუ ამომრჩეველთა 47,09%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რიგაში, სადაც 409 130 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 215 289 ამომრჩეველმა ანუ 52,62%-მა, რაც დედაქალაქში (სადაც თავმოყრილია ლატვიის დაახლოებით 38%-იანი რუსულენოვანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი) 2020 წელს ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების დროს დაფიქსირებულ 40,58%-ს მნიშვნელოვნად აღემატება.

კენჭისყრის შედეგების დასრულებისთანავე გამოცხადებული ეგზიტპოლის თანახმად, რიგაში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„პროგრესულები“ ​​- 19.9%

„ლატვია პირველ ყოვლისა!“ -17.3%

„ეროვნული ალიანსი“ – 15%

„სუვერენული ძალაუფლება“/„ახალგაზრდა ლატვიელები“ ​​- 12.2%

„ახალი ერთობა“ – 11.8%

„ერთობლივი სია“ -7%

„სტაბილურობა!“ – 4.7%

„ლატვიის განვითარებისთვის“ – 3.6%

„პატივია რიგისთვის მსახურება“/მწვანეების და ფერმერების კავშირი – 3%

„ჰარმონია“ – 2.8%

ამასთან, როგორც ლატვიურმა მედიამ აღნიშნა, იმის გამო, რომ რიგაში გამოკითხულთა 31%-მა უარი თქვა საკუთარი არჩევანის გამხელაზე, იმ პარტიების ოფიციალური შედეგი, რომლებიც რუსულენოვანი ამომრჩევლის მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებულნი „ლატვია პირველ რიგში“, „სუვერენული ძალა“/„ახალგაზრდა ლატვიელები“, „სტაბილურობა“, „ჰარმონია“) შესაძლოა უფრო მაღალი ყოფილიყო, სხვა პარტიების კი უფრო დაბალი, ვიდრე ეს ეგზიტპოლმა უჩვენა.

ლატვიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უბნებიდან მიღებული ბიულეტენების შედეგების გამოცხადება ნაშუაღამევისთვის უნდა დაეწყო და დილისთვის დაესრულებინა, თუმცა კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ 28 279 ხმა ანუ 2,05% იქნა დათვლილი, რამაც, ლატვიური მედიის თქმით, ამომრჩეველთა აღშფოთება გამოიწვია. ისინი სოციალურ მედიაში აღნიშნავდნენ, რომ

ხმების დათვლის პროცედურის დაწყებისთანავე ცესკოს ვებსაიტზე ხარვეზები ფიქსირდებოდა, მაგალითად, მითითებული იყო საარჩევნო უბნების არასწორი რაოდენობა, ხოლო ხმის დათვლის პროცესის მიმდინარე მონაცემების ნახვა შეუძლებელი იყო.

პრობლემის მიზეზი ხმების დათვლის ავტომატური სისტემა გახდა. ტექნიკური პრობლემების გამო ბიულეტენების სკანირება არ ხერხდებოდა.

რიგის საარჩევნო კომისიამ არაერთხელ მოითხოვა ხმების ხელით დათვლის ნებართვა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასეთი ნებართვა არ გასცა, – განუცხადა მედიას რიგის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მარის ზვიედრისმა.

მისი თქმით, ხმების ხელით დათვლა უფრო სწრაფი იქნებოდა.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების ხელით დათვლის შესახებ, თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, ამ დროისთვის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ყუთები თავიდან დალუქული იყო, კომისიის წევრები კი სახლში იყვნენ წასულები. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური წერილი უბნებმა არა ერთდროულად, არამედ სხვადასხვა დროს მიიღეს. ნაწილი უბნების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაცია ცესკოს წერილის მიღებამდე, ჩატიდან გახდა ცნობილი.

ადგილობრივი დროით 09:00 საათისთვის რიგაში ხმები დათვლილი იყო ხმები დათვლილია 164 საარჩევნო უბნიდან 149-ზე და დუმაში მანდატები ასე ნაწილდებოდა:

„ლატვია პირველ ყოვლისა“ – 18.24% (13 მანდატი);
„პროგრესულები“ – 16.4% (11 მანდატი);
„ეროვნული ალიანსი“ – 14% (10 მანდატი);
„ახალი ერთობა“ – 12,8% (9 მანდატი);
„სუვერენული ძალა“/„ახალგაზრდა ლატვიელები“ახალგაზრდები – 12.36% (8 მანდატი);
„სტაბილურობა!“ – 7% (5 მანდატი);
„გაერთიანებული სია“ – 6.23% (4 მანდატი).

„ლატვია პირველეს ყოვლისა“ პარტიის ლიდერმა, აინარს შლესერსმა, LTV-ის ეთერში განაცხადა, რომ მან არჩევნები მოიგო და მისი ოპოზიციაში შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობა „ნებისმიერი კოალიციისთვის სასიკვდილო განაჩენი“ იქნებოდა. მან სხვებს სუსტი, ფრაგმენტული და იდეოლოგიურად წინააღმდეგობრივი კოალიციის შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

რიგის ვიცე-მერმა ედვარდს რატნიეკსმა („ეროვნული ალიანსი“) მედიას განუცხადა, რომ სავარაუდოდ, „პროგრესულები“, ეროვნულმა ალიანსი“, „ახალი ერთობა“ და „გაერთიანებული სია“

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიციის შექმნის ინიციატივა უნდა წამოვიდეს იმ პარტიისგან, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, ეს პარტია არის „პროგრესულები“, რომელმაც ვიესტურს კლაინბერგსი მერის თანამდებობაზე წარადგინა.

გარდა ამისა, რიგის მერმა ვილნის კირსისმა („ახალი ერთობა“) დღეს ლატვიის ტელევიზიასთან (LTV) ინტერვიუში მიუთითა, რომ სწორედ პროგრესულმა პარტიამ უნდა დაიწყოს კოალიციური მოლაპარაკებები და ეს მომავალ კვირას უნდა მოხდეს.

მუნიციპალური არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება 13:00 საათისთვის არის ნავარაუდები.

Back to top button