“თბილავიამშენსა” და “დელტას” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტები გრძელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც “დელტას” დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საინფორმაციო ბრიფინგზე “დელტასა” და “თბილავიამშენის” საქმიანობის სპეციფიკა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საწარმოების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ. დეპუტატებმა სს „თბილავიამშენის” და სსსტც “დელტას” ტერიტორიაზე არსებული საწარმოები და შექმნილი პროდუქცია დაათვალიერეს. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართულ-ებრაული საწარმოს “დელტა სიეიეი” – ში ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს.

Back to top button