
„ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის „დიფ სთეითის“ ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული „ფასეულობების“ ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე – პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექსპრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები – „დიფ სთეითის“ ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქტიური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით, 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა.
„ეს უკვე სირცხვილიც არაა – ეს არის „დიფ სთეითის“ ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული „ფასეულობების“ ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა – ანუ, ყველაფერი ის, რაზეც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე – პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექსპრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები – „დიფ სთეითის“ ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს: ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქტიური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი.
საქმის დეტალებით არ მოგაწყენთ, მთავარს მოგახსენებთ: საქმის სასამართლოში დაბრუნების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც, რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღებული, რომელსაც მემარჯვენე პოპულისტური ANO ფავორიტად იქნა მიჩნეული. პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა, მაშინ როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით, 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა – მაგრამ „დიფ სთეითი“ სულ სხვანაირად ფიქრობდა“, – წერს ქართველიშვილი.