საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები.
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საკითხებზეც.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე როზარა პუგლისმა იულიამ ლაჰიუ 2018 წელს შეცვალა.