ნინო ფოჩხუა: ნურავის დააბრალებენ სამსახურის დაკარგვას ყოფილი დიპლომატები, მათ ხომ თავად დამართეს საკუთარ თავს ის, რაც დაემართათ, როგორც კი რეორგანიზაცია და კონკურსი გამოაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პოლიტიკური განცხადებები აკეთეს

„მესმის ალბათ ძალიან მტკივნეულია დიპლომატის თბილი სავარძლის დაკარგვა, თან როცა გარკვეული როლიც გაქვს საკუთარი ხელისუფლების დამუნათებაში, (საქმეში არიან) მაგრამ ნურავის დააბრალებენ სამსახურის დაკარგვას ყოფილი დიპლომატები, მათ ხომ თავად დამართეს საკუთარ თავს ის, რაც დაემართათ“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როგორც კი რეორგანიზაცია და კონკურსი გამოაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გარდა იმისა, რომ აღნიშნულმა პირებმა პოლიტიკური განცხადებები აკეთეს, სამინისტროში დარჩენილი ყოფილი თანამშრომლების ბულინგსაც არ მოერიდნენ და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი შეაქვთ.

„მესმის ალბათ ძალიან მტკივნეულია დიპლომატის თბილი სავარძლის დაკარგვა, თან როცა გარკვეული როლიც გაქვს საკუთარი ხელისუფლების დამუნათებაში, (საქმეში არიან) მაგრამ ნურავის დააბრალებენ სამსახურის დაკარგვას ყოფილი დიპლომატები, მათ ხომ თავად დამართეს საკუთარ თავს ის, რაც დაემართათ. თან როგორც კი რეორგანიზაცია და კონკურსი გამოაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთეს, სამინისტროში დარჩენილი ყოფილი თანამშრომლების ბულუნგსაც არ მოერიდნენ. ამუნათებენ დარჩენილებს, მათ პროფესიონალიზმში ეჭვი შეაქვთ, თითქოს მათი წასვლის შემდეგ სამინისტროში აღარ დარჩა პროფესიონალი დიპლომატი, ამაში კი მათ ხელს უწყობენ გარე აქტორები. სულ ცოტა უხერხულია საკუთარი თანამშრომლების ბულინგი, მათ ხომ ბევრი წლები გაატარეს ერთ ჭერქვეშ,” – წერს ნინო ფოჩხუა.

Back to top button